გადავწყვეტთ უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით - მერია ფრესკის განთავსებაზე
ზუგდიდის მთავარ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის
განთავსების ნებართვაზე მერიისთვის ჯერ არავის მიუმართავს.
„როცა მოგვმართავენ ოფიციალურად, მერია მიიღებს გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით“, - უთხრეს „ლაივპრესს“ მერიაში.
მეუფე გერასიმემ კი ღვთისმშობლის მოზაიკური პროექტის განხილვაზე თქვა, რომ განთავსდება თუ არა ძეგლი ქალაქის მთავარ მოედანზე, საბოლოოდ ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია, რადგან ტერიტორია ქალაქს ეკუთვნის.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ფრესკის პროექტს განხილავდნენ, მომხრეების გარდა საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუთქვამს, იმის მიუხედავად, რომ სოციალურ ქსელში მოქალაქეები განსხვავებულ მოსაზრებებს წერენ.
მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც ფრესკის განთავსებას ცენტრალურ მოედანზე არ ეთანხმება, შეხვედრაზე მივიდა, თუმცა აზრი არ დაუფიქსირებია. მათი თქმით, ამის მიზეზი დარბაზში მყოფი აგრესიულად განწყობილი უმრავლესობა იყო. აქტივისტებმა გვითხრეს, რომ მათ შეხვედრაზე თავი უსაფრთხოდ ვერ იგრძნეს.
მოქალაქეთა ნაწილის თქმით, კი შეხვედრაზე იმ მიზეზით არ მივიდნენ, რომ დაპირისპირების მოერიდათ.
20 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვა შედგა. ეპარქიის ინიციატივით, მოზაიკა ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა დაიდგას. საზოგადოება "ზუგდიდელის" წარმომადგენელმა ვაჟა ფიფიამ განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს ღვთისმშობლის ეწოდოს. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მას უკვე ჰქონდა შეხვედრები როგორც ქართველებთან, ასევე უცხოელ სპეციალისტებთან, რომლებიც. მეუფის სიტყვებით, მთავარ მოედანს უკვე ეძახიან „პიაცა მადონას“.