ახალი ამბები
ზუგდიდი ვატიკანი არ არის - ოთარ ჭითანავას მოედანზე ფრესკის დადგმის ნაცვლად სხვა იდეები აქვს
FaceBook Twitter
E-mail Print
ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჭითანავა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის ნაცვლად, სხვა სკულპტურების - „კოლხეთის დედის“, ან მეფე ქუჯის ქანდაკებების დადგმას განიხილავს. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, მოედანზე დასადგამად ცნობილ მოქანდაკეებს სკულპტურის ორი ვარიანტი შეუკვეთა.

„როცა გათავისუფლდა ეს ადგილი, მე ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარე მოვიწვიე, ზუგდიდელები. მათ შორის შევეკითხე ცნობილ მოქანდაკეებს აზრი. მერაბ ბერძენიშვილიც ჩამოვიყვანე. მოქანდაკეებმა ჯუმბერ ჯიქიამ და ბადრი სხულუხიამ ორი მაკეტი დაამზადეს, „კოლხეთის დედის“ და ქუჯის. ჩვენი აზრით, კოლხეთის დედა იქნება ქალი - მასპინძელი, რომელიც სამეგრელოში ეპატიჟება ყველას. პროექტები ვერ განხორციელდა, რადგან მაშინ აირია ქვეყანა“, - უთხრა „ლაივპრესს“ ოთარ ჭითანავამ.

მას მიაჩნია, რომ ღვთისმშობლის ფრესკისთვის მოედანი შეუფერებელი ადგილია.

„ღვთისმშობლის ფრესკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ღვთისმოშიში კაცი ვარ, მაგრამ ეს არ არის მისი ადგილი. ზუგდიდი ვატიკანი არ არის. საქართველოში ფრესკა გარეთ არ დგას. ის აზრი, რომ ღვთისმშობლის ფრესკისთვის ქალაქის შემოსასვლელია მიზანშეწონილი, მიუღებელია. ზუგდიდს აქვს ხუთი შემოსასვლელი: წალენჯიხიდან, სოხუმიდან, ანაკლიიდან, ჩხოროწყუდან და ნარაზენიდან. მოედანზე კი მაკდონალდსია, შადრევანია და ზოგადად, შეუსაბამო ადგილია. ღვთისმშობლის გაცილებით უკეთესი პროექტი ჰქონდა ვლადიმერ ვახანიას წლების წინ, რომელიც შემდეგ დაიჭირეს, წინა ხელისუფლების დროს. თუ ასე უნდათ, მაშინ დააბრუნონ ვლაქერნის ხატი, რომელიც დადიანების სასახლის გვერდით ეკლესიაში იყო დაბრძანებული, შემდეგ კი თბილისში მუზეუმში წაიღეს“, - ამბობს ოთარ ჭითანავა.

ის ითხოვს, რომ ქანდაკების მოედანზე დადგმამდე უნდა გაიმართოს შეხვედრები, სადაც საზოგადოებამ ყველა ვარიანტი უნდა განიხილოს.

„ქანდაკების დადგმა ასე მარტივად არ ხდება. ეს უცოდინარმა ადამიანებმა კი არა, სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ. ასეთი საკითხის განხილვისას უნდა დაგვიძახონ ზუგდიდელებს. ამაში საჩქარო არაფერი არ არის. მოიწვიონ სპეციალისტები, მოქანდაკეები. ასე მარტივად არ ხდება. ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ. ჩამოვიყვანოთ მეცნიერები, სპეციალისტები“, - გვითხრა ოთარ ჭითანავამ.

20 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვა შედგა. ეპარქიის ინიციატივით, მოზაიკა ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა დაიდგას. გამოითქვა მოსაზრებები, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის ეწოდოს. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია ორივე ინიციატივა. მერიაში „ლაივპრესს“ განუმარტეს, რომ ფრესკის განთავსების ნებართვის გაცემაზე ჯერ არავის მიუმართავს. მას შემდეგ კი რაც ეს მოხდება, ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამეგრელოში მცხოვრებმა მეწარმე ქალებმა საკუთარი გამოცდილება
გაუზიარეს
22:09 / 15.10.2021
სამეგრელოში მცხოვრებმა მეწარმე ქალებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს
ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ მოიგო გერმანელ ენრიკო კელთან
დაპირისპირება
18:42 / 15.10.2021
ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ მოიგო გერმანელ ენრიკო კელთან დაპირისპირება
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი,
ექსკურსიამძღოლი
17:34 / 15.10.2021
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი, ექსკურსიამძღოლი
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N17
დაწესებულებაში
13:03 / 15.10.2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N17 დაწესებულებაში
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.