საქართველოში კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია - მინისტრი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში
კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის მიუხედავად, მათ აქვთ ყველა
ღონისძიებას მიმართეს, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების
რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
მინისტრის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე და ეს პროცესი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, ყველა უწყება ერთობლივად მუშაობს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული. ასევე სასაზღვრო. გვაქვს ყველა ინფორმაცია შემომავალ მგზავრზეც და იმ მგზავრებზეც, ვინც იმყოფებიან ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ. საფრთხის რისკი რა თქმა უნდა, მომატებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ამ საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დამატებითი რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. თუ საჭირო გახდება დამატებით გამკაცრდეს სასაზღვრო ზონის დაცვა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ", - აღნიშნა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არ ემხრობიან სრულად აიკრძალოს საქართველოში შემოსვლა, რადგან საკმარისი რესურსი აქვთ პრევენციული კონტროლისთვის.
მანვე აღნიშნა, რომ იტალიასთან ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება.
კორონავირუსი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მათ შორის ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ვაქცინის შექმნას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს.