ენგურის „გამშვებ პუნქტზე“ წუხელ რიგი იყო
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე სოხუმის მიერ
გადაადგილების შეზღუდვამ 27 თებერვალს,
დღის ბოლოს, ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოქალაქეების რიგი
გამოიწვია. თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფები,
საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას და საკუთარ სახლებში დაბრუნებას
ცდილობდნენ. როგორც „ლაივპრესს“ გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა
განუცხადა, ე.წ. გამშვებმა პუნქტმა წუხელ გვიანობამდე იმუშავა.
გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ იუწყება, რომ გაატარეს მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით მოძრავი ის მგზავრები, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებად ითვლებიან.
ამავე ინფორმაციით, რიგში მყოფი ყველა პირი მოძრავ ამბულატორიაში ოკუპირეული გალის საავადმყოფოს ექიმებმა გასინჯეს. აფხაზური სააგენტო წერს, რომ ამ ეტაპზე არცერთს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმფტომები არ აღენიშნებოდა.
27 თებერვალს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ კორონავირუსისგან მოსახლეობის დასაცავად „ბრძანება“ გამოსცა, რომელიც „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს“ აფხაზეთში შესვლას უკრძალავს. აკრძალვის დაანონსების მიუეხადავად, 27 თებერვალს, დილით ენგურის ხიდზე შეზღუდვები არ იყო, თუმცა მოქალაქეებს ხიდის ჩაკეტვის მოლოდინი ჰქონდათ. გადაადგილება დაახლოებით 13:00 საათზე აიკრძალა.
შეზღუდვა 7 აპრილამდე იმოქმედებს. ის არ ეხება რუსეთის მოქალაქეებს, რადგან „მოსკოვთან სოხუმს უვიზო რეჟიმი“ აქვს დაწესებული.