ახალი ამბები
ღვინო არის ანტისეპტიკი, მასში გაწმენდილი კოვზი კი ბაქტერიებისგან თავისუფალი - ეპისკოპოსი
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია. რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია.

მანვე აღნიშნა, რომ ღვინო, რომლითაც მრევლი ეზიარება, ქრისტეს სისხლია და "წვავს და განწმენდს ყველაფერს".

"რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს არის პრინციპულად არასწორი. იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქცევა, გვჯერა, რომ ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც თვითონ წვავს ყველაფერს და განწმენდს ყველანაირ ავადმყოფობას", - განმარტა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, ხატების მთხვევის აკრძალვა ადამიანების სულიერი ცხოვრებისთვის უფრო მძიმე ზიანი იქნება, ვიდრე კორონავირუსი:

"არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. თუ ადამიანი იმის შიშით, რომ გადაედება, არ ემთხვევა, თუ შეუძლია ამის გაკეთება, ნუ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ამაზე რეკომენდაციას ადამიანებს ვერ მივცემთ".

მანვე მოუწოდა მრევლს, არ აყვნენ პანიკას და პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით, სახლს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

წერს იინტერპრესნიუსი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის
17:01 / 07.12.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერის" გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი
ემსხვერპლა,
15:46 / 07.12.2021
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა,
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 10 სპორტსმენით, ტაშკენტში, მსოფლიო
ჩემპიონატზე გაემგზავრა.
15:27 / 07.12.2021
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 10 სპორტსმენით, ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაასრულა სპეციალური პენიტენციური
სამსახურის და საქართველოს იუსტიციის
13:47 / 07.12.2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაასრულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის და საქართველოს იუსტიციის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.