სამეგრელოში კორონავირუსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად დაგეგმილი
პრევენციული ღონისძიებების
შესასრულებლად, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციამ დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნა. რწმუნებულის
პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ჯგუფში მუნიციპალიტეტების მერები,
საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრები და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრები ერთიანდებიან.
ამავე ინფორმაციით, დროებითი სამუშაო ჯგუფი დაგეგმილი სამუშაოების დროულად შესრულების და მეტი კოორდინაციისთვის იქმნება. ეს ჯგუფი სამუშაო შეხვედრას ხვალ, 12:00 საათზე გამართავს.
რეგიონის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე სასკოლო ავტობუსები სპეციალური ხსნარით დამუშავდება. ასევე, გაუქმებულია სამეგრელო-ზემო სვანეთში, დედის და ქალთა დღეებთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებებიც.
ეს რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.