ზუგდიდის თეატრი დროებით სპექტაკლების ჩვენებას წყვეტს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში დროებით
წარმოდგენები არ გაიმართება.
თეატრის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ეს
გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით
მიიღეს. მათივე ცნობით, მუშაობას არ წყვეტენ და მაყურებელს 17 მარტს
პრემიერით დაუბრუნდებიან. მანამდე თეატრში სადეზინფექციო სამუშაოები
უნდა ჩატარდეს.
"ახალ ვირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებების გაუქმების შესახებ, პრევენციის მიზნით ზუგდიდის დადიანის თეატრში დაგეგმილი წარმოდგენები დროებით შეჩერებულია - 16 მარტამდე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, პრემიერის ხელმძღვანელობით ამოქმედებული საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 16 მარტამდე არდადეგები გამოცხადდა. სასწავლო დაწესებულებები, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპეციალური ხსნარით მუშავდება.
დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული.