ახალი ამბები
რწმუნებულის ადმინისტრაციაში ორ წელში მილიონ ლარზე მეტი ხელფასი და პრემია-დანამატი გაიცა
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შარშან გაცემული ხელფასის ოდენობამ 568 ათას 279 ლარი შეადგინა. ეს თანხა 2018 წლის მონაცემთან შედარებით, 41 ათას 957 ლარით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

საანგარიშო პერიოდში გაიცა ჯამში 61 ათას 705 ლარის მოცულობის პრემია, დანამატი და ჯილდო. ეს ციფრი 2018 წლის მონაცემთან შედარებით 24 ათას 184 ლარით მეტია.

ჯამში, ხელფასის და პრემია-დანამატის სახით, ორ წელიწადში მილიონ 193 ათას 827 ლარია გაცემული.

"გამჭვირვალობის" ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის ხელფასმა 2019 წელს 70 ათას 800 ლარი შეადგინა. 2018 წელს კი 26 ათას 014 ლარი. ალექსანდრე მოწერელიას პრემია, სახელფასო დანამატი და ჯილდო არ მიუღია. ის გუბერნატორად ორი წლის წინ, აგვისტოში დაინიშნა.

რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ 2019 წელს, შრომის ანაზღაურების სახით 19 500 ლარი აიღო. წამახალისებელმა თანხა კი 4 670 ლარით განისაზღვრა. ის ამ თანამდებობაზე გასული წლის აგვისტოში დაინიშნა.

გუბერნატორის კიდევ ერთმა მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა ხელფასი - 30 ათასი ლარის ოდენობით მიიღო შარშან, 2018 წელს კი 10 568 ლარი. პრემია-დანამატის და ჯილდოს გრაფაში კი 3 ათასი ლარია მითითებული.

სახელმწიფოს რწმუნებულის კიდევ ერთმა მოადგილემ, დავით ვერავამ 2019 წელს ხელფასის სახით 11 ათას 905 ლარი მიიღო. პრემია-დანამატის და ჯილდოს სახით კი ვიბლიანის მსგავსად 3 ათასი ლარი.

გუბერნატორის მოადგილე ლუდუკ ხასიაზე შრომის ანაზღაურების სახით 18 ათას 333 ლარი გაიცა, პრემია-დანამატის და ჯილდოს სახით კი 4 620 ლარი.

ორივე თანამდებობის პირი ამ პოზიციაზე შარშან, 8 აგვისტოს დაინიშნა.

ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ, რომელიც მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან 2018 წლის ივლისში გაათავისუფლა, 2018 წელს ხელფასი 40 ათას 227 ლარის ოდენობით აიღო.

რაც შეეხება გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი ჯიქიას, ორ წელიწადში მან ხელფასის სახით 43 ათას 432 ლარი მიიღო, პრემია-დანამატი და ჯილდოს სახით კი 7 ათას 499 ლარი.

კიდევ ერთი ყოფილი მოადგილის, კობა ქანთარიას შრომის ანაზღაურება ორ წელიწადში 75 ათას 084 ლარით განისაზღვრა, წამახალისებელმა ფულადმა ჯილდომ კი 3 850 ლარი შეადგინა.

ყოფილმა მოადგილემ დათო კოდუამ 2018 წელს ხელფასი - 29 400 ლარი აიღო.

ასევე ყოფილმა მოადგილემ, მალხაზ თორიამ კი შარშან 17 345 ლარის ოდენობით ხელფასი, პრემია-დანამატი ჯილდოს სახით კი 3 ათასი ლარი მიიღო.

"გამჭვირვალობის" ცნობით, 2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.