ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთმა, რწმუნებულის ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა
FaceBook Twitter
E-mail Print
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის, ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 87,060 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 190,089 ლარი შეადგინა

შარშან აქ 46 ათას 538 ლიტრი საწვავი დაიხარჯა, რომლის ღირებულებაც 101 ათას 881 ლარია.

2018 წელს კი უფრო ნაკლები საწვავი გამოიყენეს - 40 ათას 522 ლიტრი, რასაც 88 ათას 208 ლარი მოახმარეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, შარშან, სახელმწიფო რწმუნებულებს შორის ყველაზე მეტი, 13 ათას 932 ლიტრი საწვავი დახარჯა. ის ამ პოზიციაზე 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. შესაბამისად, წლის ბოლომდე მხოლოდ 3 ათას 735 ლიტრი საწვავი მოიხმარა.

თუმცა მოქმედ სახელმწიფო რწმუნებულებს შორის, 2018-2019 წლებში ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი - 20,833 ლიტრი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გახარჯა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ, რომელიც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაათავისუფლა ორი წლის წინ, ივლისში, 2018 წელს 7 ათას 569 ლიტრი საწვავი დახარჯა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო ადმინისტრაციას 11 ავტომანქანა ემსახურება. შარშან მათ დიაგნოსტიკასა და შეკეთებაზე გაწეულმა ხარჯმა 26 ათას 818 ლარი შეადგინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2018 წელს საამისოდ 55 ათას 787 ლარი დაიხარჯა.

ამ ხარჯების ჯამური მოხულობით - 82 605 ლარით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია პირველ ადგილზეა.

"გამჭვირვალობის" კვლევაში ასევე საუბარია ორი წლის მანძილზე გაცემულ ხელფასებსა და წამახალისებელ ფულად თანხაზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.