საზღვრის დარღვევის ფაქტები თითქმის ორჯერ შემცირდა: დე ფაქტო სუსი
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,
შარშან, საქართველოსთან
"სახელმწიფო საზღვრის" დარღვევის ბრალდებით 140 ადამიანზე მეტი
დააკავეს. მათივე ცნობით, ეს მონაცემი თითქმის ორჯერ
ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე.
მათგან შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, ერთის მიმართ კი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს. დაჯარიმდა ასზე მეტი. რვა აფხაზეთის ტერიტორიიდან გააძევეს. დანარჩენებთან დაკავშირებით პრევენციული ზომები მიიღეს.
ე.წ სუსივე განმარტებით, კონტრაბანდის მცდელობის 13 ფაქტი კი აღკვეთეს.