ლომბარდის ძარცვის მცდელობისთვის დაკავებულები გაათავისუფლეს
ზუგდიდში, ლომბარდის ძარცვის მცდელობის ფაქტზე დაკავებულები
ლევან სანაია, გიორგი ნანავა და თემურ გუნია საპროცესო შეთანხმების
საფუძველზე გაათავისუფლეს.
„საბოლოოდ შევჯერდით, გათვალისწინებულ იქნა მთელი რიგი გარემოებები, დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამივე გაათავისუფლეს ყოველგავრი პირობის გარეშე, ჯარიმის სახით თითოეულს გადასახდელი აქვს 2000 ლარი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.
20 თებერვალს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლომბარდის ძარცვის მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს ლევან სანაიას, გიორგი ნანავას და თემურ გუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ლომბარდში მხოლოდ ტელეფონის შეძენა სურდათ. მათ მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 -178-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ა ქვეპუნქტით გათვალისიწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გულისხმობს ძარცვის მცდელობას, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ლომბარდში ინციდენტი 18 თებერვალს მოხდა. სამართალდამცავებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმავე დღეს დააკავა. ინციდენტიდან მეორე დღეს, 19 თებერვალს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა ლევან სანაია.