ახალი ამბები
ხანძარი ფაქტიურად ლოკალიზებულია - ჩხოროწყუს მერი
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ტყის მასივში, დაახლოებით 20 ჰექტარზე გაჩენილი ხანძარი, ფაქტიურად ლოკალიზებულია, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ განუცხადა. მისი სიტყვებით, ქარი უკვე ჩადგა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები, დაახლოებით 50 ადამიანი, ისინი ამუშავებენ ხანძრის დარჩენილ კერებს. როგორც მერი ამბობს, საუბარია ძირითადად სოფელ მუხურის თარზენის უბანზე. ცეცხლი ტყის ქვედა, ფოთლოვან ნაწილზე იყო მოდებული.

„არანაირი საშიშროება იმისა, რომ ცეცხლი მოედოს დასახლებულ პუნქტს არ არსებობს. ჩადგა ქარიც, და ფაქტიურად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 50 ადამიანი ჩართული მათ შორის მაშველებიც. მეც იქ ვიყავი და ახლა ადგილზე ჩემი მოადგილე დარჩა. დღეს სრულად იქნება ლოკალიზებული“, - განაცხადა დათო გოგუამ.

ტყის მასივი სადაც ცეცხლი 5 მარტს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა, ნაწილი ეკუთვნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, ნაწილი კი ჩხოროწყუს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
13:08 / 10.04.2021
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.