სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის უფლება-მოვალეობას დავით კუხალეიშვილი ასრულებს. ამის შესახებ „ლაივპრესს“ გუბერნიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა, აკაკი სარალიძემ განუცხადა.
„დღეის მდგომარეობით სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე არის დავით კუხალეიშვილი, რომელიც ასრულებს გუბერნატორის მოვალეობას,“–განუცხადა „ლაივპრესს“ სარალიძემ.
მისივე თქმით, იგი ახალი გუბერნატორის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
დავით კუხალეიშვილი სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1996 წლიდან 2005 წლამდე ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურატურში სხვადასხვა თანამდებობებზე (გამომძიებელი, თანაშემწე, მოადგილე) მუშაობდა. 2005 - 2006 წლებში იყო ქალაქ ფოთის რაიონული პროკურორი, ხოლო 2007 წლიდან 2012 წლამდე „საქართველოს ბანკის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე იმყოფებოდა.