ფოცხოეწერში საკარანტინო ზონის მოწყობის წინააღმდეგი არიან
წალენჯიხის რაიონში, ფოცხოეწერის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობაში
შეშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ იქ მდებარე სასტუმრო „ენგურის“
საკარანტინო ზონად გადაკეთების შესახებ.
ადგილობრივმა ირაკლი აკობიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მოსახლეობა სასტუმროში კარანტინის განთავსების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გამართავს.
„რადგან სასტუმროში არ არის სათანადო პირობები, იქ სადაც ფეკალური მასები გაედინება ეზოში, არ არის კარანტინის ადგილი. ჩვენ ახლა შევხვდებით სასტუმროს მეპატრონეს, გავარკვევთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ გავმართავთ საპროტესტო აქციას“, - განაცხადა ირაკლი აკობიამ.
თავის მხრივ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონების განთავსებისთვის რამდენიმე ლოკაცია განიხილება.
„სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, სად იქნება საკარანტინო ზონა“, - აცხადებენ რწმუნებულის პრესსამსახურში.
ქვეყანაში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია - 162 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45 პაციენტი იმყოფება
ფოტო: ვიკიპედია.