ახალი ამბები
ჩემს არყოფნაში საკრებულო ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა - ანა წითლიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ქალი დეპუტატები ედიტა კოდუა და ანა წითლიძე დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს წევრმა ედიტა კოდუამ, როგორც თავად აღნიშნა, შეურაცხყოფად მიიღო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძის ფრაზა, რომ მის არყოფნაში საკრებულო ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ბოლო რამდენიმე სხდომას არ ესწრებოდა.

„ანა წითლიძემ თავის კოლეგებს ნოტარიუსები გვიწოდა, თურმე ჩვენ ანის და ოპოზიციის არყოფნის პერიოდში ვასრულებდით ნოტარიუსის ფუნქციას. ეს მე შეურაცხყოფად მივიღე და არ შემიძლია არ ვუპასუხო. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, თქვენ არ იმყოფებოდით საქართველოში და არ ადევნებდით თვალს ჩვენს სხდომებს, რომ გედევნებინდათ მაშინ გეცოდინებოდათ, რომ იყო საკითხები, რომელიც კომისიაზე იყო განხილული, მაგრამ არ იქნა სხდომაზე მიღებული... ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ის რაც თქვენ ბრძანეთ, არის თქვენი კოლეგების შეურაცხყოფა.“, - განაცხადა ედიტა კოდუამ.

თავის მხრივ ანა წითლიძემ მას მოუწოდა ესაუბრა არ ამ თემებაზე, არამედ ყურადღება გაემახვილებინა აუდიტის დასკვნაზე და იმ დარღვევებზე რაც ზუგდიდის მერიამ ამ დასკვით დაუშვა.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათ შორის, საუბარია სამშენებლო სამუშაოების ხარვეზებით წარმართვაზე. აუდიტის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ მერიამ სოციალური სახლები მათ აუშენა, ვინც საცხოვრებლად არ იყენებს.

ზუგდიდის მერიის განმარტებით, მშენებელ კომპანიებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ისაუბრეს იმაზეც, თუ რატომ არ ცხოვრობდა არავინ სამ სახლში.

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.