მერია სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის კორპუსის აშენებას გეგმავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, გიგა ფარულავას
განცხადებით,
სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის კორპუსის აშენება იგეგმება.
მან საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს განუცხადა, რომ მას შემდეგ რაც
პროექტირებისთვის საჭირო - 500 ათასი ლარის გამოყოფის შესახებ
ბიუჯეტში ცვლილება შევა, დაიწყება მუშაობა.
როგორც გიგა ფარულავამ განმარტა, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ 20 ბინიანი კორპუსი თავისუფლების ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდება.
„რაც შეეხება კრიტერიუმებს, ეს თქვენთან და ბუნებრივია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საერთო ჩართულობით შევიმუშავებთ. ღიად, გამჭვირვალედ მოხდება იმ ბენეფიციარების შერჩევა, ვინც ისარგებლებს ამ ბინით. რაც შეეხება ვადებს, როგორც კი ბიუჯეტში შევა ცვლილება, დავიწყებთ საპროექტო სამუშაოებს. ჯერ უნდა დაპროექტდეს აღნიშნული საცხოვრებელი სახლი. ტენდერს სჭირდება საკუთარი ვადები, ისევე როგორც საპროექტო სამუშაოებსაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ შემოდგომაზე უკვე დავიწყებთ ამ მიმართულებით სამშენებლო სამუშაოებს თუ რამე პროცედურული შეფერხებები არ გვექნა“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.
მისი სიტყვებით, უფრო მეტად დაზუსტებული ვადები, როდის დაიწყება და დასრულდება კორპუსის მშენებლობა, მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც პროექტი მომზადდება.