ნაწულუკუში თხილნარები და დამხმარე ნაგებობა დაიწვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში დაახლოებით 3-4- ჰექტარ
მიწის ნაკვეთზე ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ლაივპრესს“ ნაწულუკუში მერის წარმომადგენელმა ზაალ გულორდავამ განუცხადა, ხანძრის შედეგად დაიწვა 4 ადგილობრივი მცხოვრების თხილნარი ნაწილობრივ და ერთ-ერთის დამხმარე ნაგებობა. ზაალ გულორდავას განმარტებით, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან მეხანძრე-მაშველები და ხანძრის კერებს ამუშავებენ.

ცეცხლი ეკალ-ბარდებს დღეს, დილის საათებში გაუჩნდა. ხანძრის გამო დაკვამლიანებაა ნაწულუკუს საავტომობილო გზაზეც.