ახალი ამბები
წალენჯიხის ორ სოფელში ხანძარია
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მიქავასა და სქურში ხანძარია. ცეცხლი ძირითადად ეკალ-ბარდებს უკიდია.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. როგორც „ლაივპრესს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, მიქავაში ხანძარის კერა გაცილებით დიდ ტერიტორიაზე, დაახლოებით 10 ჰექტრამდეა გავრცელებული.

სოფელში ხანძრის სიახლოვეს სასაფლაოებია, ჯერ-ჯერობით დასახლებულ პუნქტზე მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა მერი ამბობს, რომ სახანძრო ტექნიკას ღამეც მოუწევს მუშაობა.

რაც შეეხება სქურს, აქ ხანძარი მთის ფერდობზეა, ტექნიკისთვის ტერიტორია მიუვალია და მეხანძრეებს ძირითადად ხელით უწევთ მუშაობა.

წალენჯიხის მერის თქმით, სქურში ხანძრის სიმძლავრე უკვე შესუსტდა, გაცილებით რთულია ვითარება სოფელ მიქავაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ხანძრის რამდენიმე კერა იყო. დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში დაახლოებით 3-4- ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც „ლაივპრესს“ ნაწულუკუში მერის წარმომადგენელმა ზაალ გულორდავამ განუცხადა, ხანძრის შედეგად დაიწვა 4 ადგილობრივი მცხოვრების თხილნარი ნაწილობრივ და ერთ-ერთის დამხმარე ნაგებობა. ხანძარი ლოკალიზებულია.

5 მარტს, კი ცეცხლი გაჩნდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ტყის მასივში, სადაც ცეცხლის ჩაქრობა დღეს დილით მოხერხდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილებმა საპროტესტო აქციის
20:20 / 08.03.2021
ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილებმა საპროტესტო აქციის
ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლი ამ დრომდე რჩება. ისინი ტაძარში
19:42 / 08.03.2021
ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლი ამ დრომდე რჩება. ისინი ტაძარში
ვიდეო
პანდემიაში დაწერილი სიმღერები - ლიზას და ლიკას მუსიკალური კარანტინი [ვიდეო]
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი თავისი
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ზუგდიდელი მუსიკოსის საინტერესო კარანტინი [ვიდეო]
ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, სალამური და კიდევ სხვა ბევრი
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ფოტო
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.