წალენჯიხის ორივე სოფელში ხანძარი ჩააქრეს
წალენჯიხაში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა
ბესიკ ფარცვანიამ "ლაივპრესს" უთხრა, ორივე სოფელში, მიქავასა და
სქურში ცეცხლის კერები მეხანძრე-მაშველებმა წუხელ ღამით
ჩააქრეს. მისივე თქმით, ხანძარი დასახლებულ პუნქტზე არ
გავრცელებულა.
მერი ვარაუდობს, რომ ცეცხლი შესაძლოა უკავშირდებოდეს მოსახლეობის დაუდევრობას.
"საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს და წვავენ მინდორშიყანის გამხმარ ნარჩენებს. ეტყობა უყურადღებოდ ეკიდებიან. ამის გამო ხდება მერე ცეცხლის გადადება", - აღნიშნა ბესიკ ფარცვანიამ.
წალენჯიხის ორივე სოფელში ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. მიქავაში ხანძარის კერა დაახლოებით 10 ჰექტრამდე გავრცელდა, სქურში კი ცეცხლი მთის ფერდობზე გაჩნდა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარი იყო ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.
6 მარტს ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა დაახლოებით 3-4- ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მალევე ჩააქრეს.
მანამდე, 5 მარტს, კი ცეცხლი გაჩნდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ტყის მასივში.