აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს ზუგდიდში მხარდაჭერა გამოუცხადეს [ფოტო]
„თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე",
- ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია
გამართეს. მედიის წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ის პროცესები, რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობს, არ არის ერთი კონკრეტული მედიასაშუალების პრობლემა და თანაბრად ეხება ყველას. მათი თქმით, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს ხელშეუხებელი და მის დაცვაში მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ერთმანეთს უპირისპირდებიან აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა და ტელევიზიის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ნაწილი, დაახლოებით 90 ადამიანი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დირექტორს უნდა აჭარის მაუწყებლის მიერ მომზადებული ახალი ამბები აკონტროლოს, შეცვალოს აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და თავიდან მოიშოროს ყველა, ვინც ამაში ხელს უშლის.