ოცინდალეში ხანძარია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში,
ოცინდალეს მთაზე ხანძარია. როგორც „ლაივპრესს“ ჩხოროწყუს
მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ განუცხადა, ცეცხლი ეკალ-ბარდებს
უკიდია, დაახლოებით 6 ჰექტარ ფართობზე.
მისი სიტყვებით, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. ისინი ადგილზე მთელი ღამე დარჩებიან, თუმცა მუშაობის გაგრძელებას რთული რელიეფის გამო გვიან ღამე ვერ შეძლებენ.
„მე ვიმყოფებოდი ადგილზე. ეს წუთია იქედან მოვედი. ხანძარი ხეებს არ მოდებია. ვფიქრობ, რომ დილისთვის ხანძარი უკვე ჩაქრება“, - განაცხადა დათო გოგუამ.
უკვე 2 დღეა სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში ხანძრის კერებს ებრძვიან.