მოკლული ქალების ისტორიები ზუგდიდის ქუჩებში გამოფინეს [ფოტო]
სამოქალაქო აქტივისტებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში მოკლული 8 ქალის
ისტორა
კიდევ ერთხელ შეახსენეს დღეს საზოგადოებას და მათ მოქმედებისკენ, მეტი
თანადგომისკენ მოუწოდეს.

აქტივისტებმა ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში - დადიანების ეზოს, სკეიტ პარკის და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის მსხვერპლი 8 ქალის ცხედარი მოხაზეს და თითოეული მათგანის რეალური ისტორია გამოფინეს.
როგორც „ლაივპრესს“ სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ უთხრა, 2 თვეში 8 მსხვერპლი არის საგანგაშო ციფრი და დროა ყველამ ერთად იმოქმედოს ამ ძალადობის შესაჩერებლად. მისი თქმით, დაუშვებელია დუმილი, როცა გვაქვს ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რადგან ასე, ჩვენც ამ დანაშაულის თანამონაწილეები ვხდებით.

„ისტორიები რაც დღეს გამოვფინეთ რეალურია. თითოეულ მათგანს ბოლოში აქვს მინაწერი, თუ ვინ მოკლა ეს ადამიანი. მაგალითად, მოკლა შვილმა ან ქმარმა და შენ, შენ შეუწყვე ხელი ფემიციდს, მოკლა ქმარმა და შენმა დუმილმა, შენი დუმილით შეუწყვე ხელი ფემიციდს. ასე მივმართეთ იმ საზოგადოებას, რომელსაც აქვს ძალადობაზე ინფორმაცია და არ მოქმედებს“, - თქვა ცაბუნია ვართაგავამ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დღეს ზუგდიდში კიდევ ერთი აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც ძალადობის მსხვერპლთა ისტორიებით ქალების ტანსაცმელი გამოფინეს.
ცნობისთვის, 2020 წლის ბოლო 2 თვის მონაცემებით, 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ოთხი მკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა.

2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 10 ოჯახური დანაშაულის ნიშნით. ხოლო 22 მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 18 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი. 2020 წლის 2 თვის მონაცემებით კი, მოხდა 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა.