თხილნარი და ქარსაცავი ზოლი იწვის სოფელ ნარაზენისა და აბასთუმნის გასაყარზე [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენისა და აბასთუმნის გასაყარზე
ცეცხლი უკიდია თხილნარს და ქარსაცავ ზოლს. როგორც „ლაივპრესს“
აბასთუმანში მცხვრებმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ედიტა კოდუამ
განუცხადა, ახლოს არის დასახლებული პუნქტიც.
მისი ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მცხოვრებლები მათ საკუთარი ძალებით ეხმარებიან.
„ყველა აქ არის შეკრებილი. დროზე მოვიდნენ სახანძრო მანქანებიც, მაგრამ საკმაო მანძილზეა ცეცხლი გავრცელებული და გვიჭირს ჩაქრობა. აქ არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და ყველა ერთობლივად ვმუშაობთ“, - თქვა ედიტა კოდუამ.
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხანძრები გაზაფხულის დადგომასთან ერთად გახშირდა. ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ - ეს ის მუნიციპალიტეტებია, რომლებსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარი შეეხო.
გამომწვევ მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის მხრიდან დაუდევრობას, უყურადღებობას და გაძლიერებულ ქარს ასახელებენ.