ახალი ამბები
წალენჯიხაში ხანძარი ლიკვიდირებულია
ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხში, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემოქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში და სამეგრელოში სოფელ ლიაში. თავის მხრივ წალენჯიხის სოფელ ლიაში მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

„ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000 მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სამეგრელოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხანძრის ათზე მეტი კერა დაფიქსირდა. მათ შორის წალენჯიხის რამდნიმე სოფელში. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისას მოქალაქეთა დაუდევრობით ჩნდება, მის გავრცელებას კი ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ქარი 11 მარტიდან ჩაცხრება და დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.