ახალი ამბები
ეპარქიამ ზუგდიდის მერიას ფრესკის აღმართვაზე ნებართვის თხოვნით მიმართა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ცენტრალურ მოედანზე, ღვთისმშობლის ფრესკის დადგმაზე ნებართვის თხოვნით მერიას მიმართა.

„ეპარქიის მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ნებართვას ითხოვს ნიშის აღმართვაზე. წერილს განიხილავს მერიის შესაბამისი კომისია“, - გვითხრეს ზუგდიდის მერიაში.

ფრესკის მაკეტი მოედანზე ეპარქიამ უკვე დადგა, რასაც მერიის განცხადებით ნებართვა არ სჭირდებოდა.

„თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის ფრესკის მაკეტის ვიზუალური აღქმისთვის და ქალაქის მასშტაბში მოქცევის მიზნით, მისი დროებითი დადგმა არ საჭიროებდა ნებართვას“, -აცხადებენ მერიაში.

საკრებულოს წევრების ნაწილი არ ეთანხმება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინიციატივას, ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმაზე და ალტერნატივად ე.წ. ფუნიკულიორის ტერიტორიაზე, ეკლესიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სთავაზობს.

მათ საპასუხოდ, ეპარქია აცხადებს, რომ ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან.

„ის ადგილი თავად კათოლიკოს-პატრიარქმა დაათვალიერა 2009 წელს და აკურთხა, რათა იქ წმინდა სამების ტაძარი აშენდეს. არიან კეთილი ადამიანები, ეკლესიის სულიერი შვილები, რომელთაც აქვთ სურვილი მანდ ტაძრის აშენების და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება ეს საკითხი, ამიტომ იქ ნიშის აღმართვა საზოგადოების სურვილისამებრ არ განიხილება და მოხსნილია დღის წესრიგიდან“, - ამბობს ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა.

ცენტრალურ მოედანზე ფრესკის აღმართვას არ ეთანხმება ასევე მოქალაქეთა ჯგუფი. ოთარ ჭითანავა მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის ნაცვლად, ზუგდიდელებს „კოლხეთის დედის“, ან მეფე ქუჯის ქანდაკებების დადგმას სთავაზობს.

მოქალაქეები, რომელთაც ფრესკის აღმართვის ადგილზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ეპარქიის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, ვერ შეძლეს აზრის ხმამაღლა დაფიქსირება, რადგან თავი უსაფრთხოდ ვერ იგრძნეს.

ფრესკის პროექტი ეპარქიამ თანამოაზრეებთან ერთად განიხილა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. შეხვედრის მონაწილეებმა თქვეს, რომ ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მოედანზე განთავსება და ამ მოედნისთვის ღვთისმშობლის სახელის მინიჭება სურთ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შეხვედრის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოედანზე ფრესკის დადგმა და მოედნისთვის ღვთისმშობლის სახელის მინიჭება საბოლოოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია. მერიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.