ხანძარია მარტვილში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ჩაის მიტოვებულ პლანტაციას
და ბალახებს
ცეცხლი უკიდია. სოფელში მერის წარმომადგენლის, გია ჯიჯელავას თქმით,
ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზე, 20-30 ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც
მან "ლაივპრესს" უთხრა, ცეცხლს ამ წუთას ორი სახანძრო მანქანა აქრობს,
ერთს კი დამატებით ელოდებიან.
გია ჯიჯელავასვე ცნობით, ხანძარი ახლოსაა დასახლებულ პუნქტთან, თუმცა ამბობს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან სიტუაციას აკონტროლებენ.
მერის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობაა, როცა საგაზაფხულო სამუშაოების დროს ნარჩენებს წვავენ. ამ ყველაფერს კი ქარიც ერთვის თან.
ხანძარია წალენჯიხაშიც. სააბულაძეს უბანში. აქ ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. მერის პირველმა მოადგილემ, ცოტნე შონიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ამ ეტაპზე ხანძარია მოშორებითაა დასახლებული პუნქტისგან. ადგილზე ორი სახანძრო მანქანა მუშაობს.
ცეცხლი უკიდია ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში, მონგირის უბანში ეკალ-ბარდებსა და ბალახებს. მერის პირველი მოადგილის, გოჩა ჩიქოვანის თქმით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზეა გავრცელებული. მისი თქმით, იყო საშიშროება დასახლებულ პუნქტს მიახლოებოდა ხანძარი, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა.
ბოლო რამდენიმე დღეა სამეგრელოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ცეცხლის კერები ჩნდება. წუხელ ხანძარი იყო ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში, ხობის სოფლებში - თორსა და ბიაში. ჩხოროწყუს სოფელ ჭოღაში საცხოვრებელი სახლიც დაიწვა. ცეცხლს ებრძოდნენ გალშიც.