ახალი ამბები
დავით ქირია ბრძოლას მადრიდში მაისში გამართავს
ზუგდიდელი კიკბოქსიორი სოციალურ ქსელში წერს, რომ მადრიდში დაგეგმილი ტურნირი არ გაუქმებულა, მხოლოდ 23 მაისისთვის გადაიდო. დავით ქირიას თქმით, ეს დეტალი ცოტა ხნის წინ დაზუსტდა.

"იმედი მაქვს, რომ სიტუაცია დასტაბილურდება მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით", - ამბობს სპორტსმენი.

ჯერ კიდევ 11 მარტს დავით ქირია იტყობინებოდა, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, ესპანეთში დაგეგმილი ყველა სპორტული ტურნირი გადაიდო და ბრძოლა, სადაც ის ესპანეთის სახელით მოასპარეზე მოწინააღმდეგეს უნდა შეხვედროდა, 14 მარტს აღარ გაიმართებოდა.

ზუგდიდელი კიკბოქსიორი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.