ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოს შემთხვევა შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სხდომაზე თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატების ყოფნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოეხმაურა.

საბჭოს განცხადებით, მას შემდეგ რაც ადვოკატებმა დატოვეს დარბაზი, ჩატარდა დეზინფექცია და სხვა სასამართლო სხდომები არ გადადებულა.

„ 11 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მყოფმა ორმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ამის საფუძველზე ითხოვეს სხდომის გადადება. მას შემდეგ, რაც სასამართლოს თანამშრომლებმა ადვოკატების თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ შეიტყვეს მყისიერად იმოქმედეს და სთხოვეს შენობის დატოვება. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ადვოკატი სხდომათა დარბაზში შევიდა და თავად წარადგინა შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფაქტის შესახებ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, მათ შორის საპატრულო პოლიციას. მათ ადგილზევე შეისწავლეს არსებული ვითარება. სასამართლოს შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაო.

რაც შეეხება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადადებული პროცესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას - ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გადაიდო მხოლოდ ორი პროცესი თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღევანდელი შემთხვევა განსაკუთებული შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს“, - ნათქვამია იუსტიციის საბჭოს განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებამდე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ დღევანდელ პროცესებზე ორი, თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატი გამოცხადდა. მისი თქმით, ერთი მათგანი სხდომას დაესწრო, მეორემ კი გადადება მოითხოვა. ორივე უფლებადამცველი, სისხლის და სამოქალაქო საქმის პროცესისთვის თბილისიდან ჩამოვიდა. მოსამართლის თქმით, ადვოკატებმა განმარტეს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

თავის მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ "ლაივპრესთან" საუბარში აღნიშნა, რომ ადვოკატებმა ტერმინი - თვითიზოლაცია არასწორად გამოიყენეს. მისი თქმით, ესაუბრა უფლებადამცველებს და გაარკვია, რომ არცერთი არ არის რეალურად თვითიზოლაციაში, არც საზღვარგარეთ ყოფილან და არც ინფიცირებულ პირებთან ჰქონიათ კონტაქტი.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.