საქართველო-რუსეთის დაპირისპირებას მაყურებელი არ დაესწრება
კორონავირუსის საფრთხის გამო, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში,
საქართველო-რუსეთის მატჩი
მაყურებლის გარეშე ჩატარდება. საქართველოს რაგბის კავშირის
ინფორმაციით, მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ მთავრობასთან და
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. შესაბამისად, ეს
გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით მიიღეს.
ყველას, ვინც უკვე შეიძინა შეხვედრის ბილეთები, უკან დაუბრუნებენ.
"კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის #რაგბიჩვენითამაშია", - ნათქვამია განცხადებაში.
მატჩი 14 მარტს გაიმართება.
საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 46.