ახალი ამბები
ტერმინს თვითიზოლაცია, მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია - ადვოკატის განმარტება
FaceBook Twitter
E-mail Print
ადვოკატი ლექსო არქანია, რომელიც ზუგდიდის სასამართლოში, საქმის არსებით განხილვაზე მივიდა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, პროცესის გადადება მხოლოდ პრევენციის მიზნებისთვის მოითხოვა. უფლებადამცველი განმარტავს, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის, და დაინფიცირების ფაქტები საქართველოშიც ფიქსირდება, აღნიშნული გარემოება აძლევდა სრულ უფლებას, მიეღო გადაწყვეტილება და საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების მხედველობაში მიღებით, განრიდებოდა ხალხმრავალ ადგილებს, მათ შორის არ მიმეღო მონაწილეობა სასამართლო სხდომებში, თუ ამისი განსაკუთრებული აუცილებლობა არ იარსებებდა (სპეციალური ვადების მქონე საქმეები).

"სასამართლოში, სადაც დაცულად არ ვგრძნობ თავს, ვინაიდან არ არის დაცული უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებიც კი - კერძოდ:

1. სასამართლო დარბაზებში შემომსვლელი პირები არ მოწმდება დისტანციური თერმომეტრით.

2. დამსწრეებს ადგილზე არ ურიგდებათ პირბადეები (მთელი ქვეყნის მაშტაბით აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია).

მიმაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო სწორი/გონივრული გადაწყვეტილება პროცესის მაისამდე გადადების თაობაზე. აქვე ავღნიშნავ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებლისგან, ანუ ჩემგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, რომ არ მქონია აღნიშნული ვირუსით დაავადებულ ადამიანებთან როგორც პირდაპირი ასევე, არაპირდაპირი კონტაქტები. არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ და არ ვიყავი აღნიშნული ვირუსის მატარებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატი ფიქრობს, რომ სანამ მდგომარეობა არ გახდება სტაბილური, ყველა პროცესში მონაწილე მხარეები უნდა გათავისუფლდნენ პროცესებზე გამოცხადების ვალდებულებისაგან , თუ განსაკუთრებული აიცილებლობას არ იწვევს მხარის პროცესზე გამოცხადების ვალდებულებას.

ლექსო არქანიას განმარტებით, სწორედ ამას ეხებოდა მისი განცხადება და ტერმინი "თვითიზოლაცია" , რომელსაც მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია.

"დიახ, ეხლაც განვმეორდები, რომ ვარ "თვითიზოლაციაში" და ამ ტერმინში ვგულისხმობდი (როგორც ეს სასამართლოში განვმარტე), რომ მაქსიმალურად განვერიდო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ შორის სასამართლოს, სანამ ქვეყენაში სიტუაცია არ იქნება დასტაბილურებული.

არ ვარ საზოგადოებისათვის საშიში, ვარ სრულიად ჯანმრთელი და გთხოვთ, რომ დამშვიდეთ", - წერს ადვოკატი.

მანამდე გაუგებრობა უწოდა ადვოკატთა ასოციაციამ უფლებადამცველთა განცხადებას თვითიზოლაციაზე.

მომხდარს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოც. მათი თქმით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შემთხვევა განსაკუთებული შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ დღევანდელ პროცესებზე ორი, თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატი გამოცხადდა, რომლებმაც საკუთარი მდგომარეობის შესახებ სასამართლოშივე განაცხადეს.

თავის მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ "ლაივპრესთან" საუბარში აღნიშნა, რომ ადვოკატებმა ტერმინი - თვითიზოლაცია არასწორად გამოიყენეს. მისი თქმით, ესაუბრა უფლებადამცველებს და გაარკვია, რომ არცერთი არ არის რეალურად თვითიზოლაციაში, არც საზღვარგარეთ ყოფილან და არც ინფიცირებულ პირებთან ჰქონიათ კონტაქტი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.