სკოლებში სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება
სასწავლო პროცესი საგაზაფხულო არდადეგების ხარჯზე არ გაიზრდება
და ის გეგმისამებრ 15 ივნისს დასრულდება, - ამის შესახებ განათლების
მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ „იმედის“ ეთერში
განაცხადა.
„სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ დაგეგმონ სასწავლო დღეები. ამაში სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 ივნისს დასრულდება სასწავლო წელი.
განათლების სამინისტრო ამ ეტაპისთვის არ გეგმავს სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას, შესაბამისად, სასწავლო წელი დასრულდება იმ ვადებში, რომელიც არის დღესდღეობით უკვე დადგენილი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე შეჩერდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა დადასტურდა.