ენგურის ხიდი ღიაა მოქალაქეთა ნაწილისთვის [ფოტო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი ჯერჯერობით ღიაა,
მიუხედავად სოხუმის განცხადებისა,
რომ 14 მარტს ყველასთვის ჩაკეტავდნენ. ამ დროისთვის უცნობია, რა
გადაწყვეტილებას მიიღებს დღის ბოლოსთვის დე ფაქტო ხელისუფლება.

ენგურის ხიდზე დღესაც მგზავრათა სიხალვათეა. ატარებენ "ენგურჰესის" თანამშრომლებს და ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი დამადასტურებელი ცნობა. თუმცა შეზღუდვები სხვა დანარჩენი პირებისთვის მოქმედებს.

საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა 13 მარტს დღის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე მგზავრმა მოახერხა. მათ შორის ენგურჰესის თანამშრომლებმა და საქართველოს ჯანდაცვის პროგრამებით (დიალიზი, ჩ ჰეპატიტის ელიმინაცია და მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია) მოსარგებლე მოქალაქეებმა. ისინი საგუშაგოზე სოხუმში გაცემული სპეციალური საშვით გაატარეს.

ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვალს შეიზღუდა. სოხუმმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ 14 მარტიდან "საზღვრი" სრულად დაიკეტებოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს არ მიატოვებს კორონავირუსის პირისპირ და უკვე მუშაობენ გზებზე, როგორ მოძებნონ დახმარების გზები.