ახალი ამბები
გიგი უგულავამ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს
ადვოკატმა ბექა ბასილაიმ პრეზიდენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. უფლებადამცველის განმარტებით, საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განსხვავებების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება.

"ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასე აღიქვამს რიგი პოლიტიკური ფიგურების, და მათ შორის გიგი უგულავას პატიმრობას. პრეზიდენტისთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე გიგი უგულავამ მიმართა საზოგადოებასა და კოლეგებს ოპოზიციაში, რომ მისი პატიმრობა არ ყოფილიყო ბარიერი, მაქსიმალური პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღწევის გზაზე", - აცხადებს ადვოკატი.

ბექა ბასილაიას თქმით, სიტუაციის განმუხტვას სჭირდებოდა იმ პირების გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი აღიქვამს პოლიტ პატიმრად. უფლებადამცველის განმარტებით, აქ არ წყდება ერთი ადამიანის - გიგა უგულავას ციხეში ყოფნის საკითხი.

გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა 10 თებერვალს მიუსაჯა.