ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა შეეხო ენგურჰესის თანამშრომელთა ნაწილსაც
საოკუპაციო ხაზი დღეს დილით, ჰესის
მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელმა გადაკვეთა.
მათი თქმით, საოკუპაციო ხაზს კვეთს თანამშრომელთა ის ნაწილი, რომელთა მუშაობაზეც დამოკიდებულია ჰესი, ხოლო ნაწილი კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით და ასევე ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული შეზღუდვების გამო დროებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.
მათივე თქმით, ე.წ. საზღვარზე იდგნენ სამეგრელოში წამოსვლის მსურველი მოქალაქეები, რომლებიც არ გამოატარეს.

ენგურის ხიდის სრულად ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება სოხუმმა მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ 14 მარტიდან "საზღვარი" სრულად დაიკეტებოდა.
გუშინ ხიდზე მხოლოდ "ენგურჰესის" თანამშრომლები და ავადმყოფები გაატარეს.
სოხუმის მიერ დაწესებული შეზღუდვა შეეხო სხვადასხვა დაავადების მქონე პირებს. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში ჩასვლა თითქმის ყოველდღე უწევთ ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისის მისაღებად. მათ შორის არიან დიალიზის, ც ჰეპატიტის და მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული მოქალაქეები. აკრძალვების გამო მათ ზუგდიდში უწევთ ცხოვრება.