ახალი ამბები
ხანდაზმულთა დასახმარებლად ზუგდიდში მოხალისეთა ჯგუფი იქმნება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, სალომე ფაცაცია ხანდაზმულთა დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფს ქმნის.

ის პარალელურად, საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელიცაა, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს სხვადასხვა საჭირო პროდუქტით ამარაგებს.

„კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მივუტანთ საკვებს. ზუგდიდში 280 - მდე ხანდაზმულია, რომლებიც უფასო სასადილოს სერვისით სარგებლობს. ისინი განსაკუთრებულ რისკ ჯგუფში არიან და მათი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია სახლში დარჩნენ. მოხალისეები გავინაწილებთ მიმართულებებს და მათ კარებთან დავუდებთ საკვებს“, - უთხრა „ლაივპრესს“ სალომე ფაცაციამ.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის მოხალისეთა ჯგუფში 12 მოქალაქეა.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ უფასო სასადილოში ხანდაზმულთა მომსახურების სერვისი ჯერ არ შეცვლილა.

„სასადილოში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა შეიცვლება თუ არა დროებით, ხანდაზმულთა მომსახურების სერვისის სტანდარტები, ეს ორშაბათს გახდება ცნობილი“, - აცხადებენ მერიაში.

საჯარო მოხელეებისგან მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, „პირველ ეტაპზე შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. ჯგუფები გაივლიან საჭირო კონსულტაციებს და აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება. მათივე ინფორმაციით, მოხალისეთა მიღება გრძელდება, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია.

საჭიროების შემთხვევაში მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს მიუტანენ უფასო სასადილოდან საკვებს და ასევე სხვა საჭირო ნივთებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია
სოციალურ ქსელში ავრცელებს
19:14 / 04.12.2022
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია სოციალურ ქსელში ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
11:57 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში
გამართული შეჯიბრის
11:44 / 04.12.2022
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული შეჯიბრის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
11:15 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.