საქართველოს მთავრობა კორონავირუსის 20 ათას ტესტს შეიძენს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სამინისტრო
კორონავირუსის 20 ათას ტესტს
ყიდულობს. მისი თქმით, დღეისთვის მარაგში 3 ათასი ტესტია. ახალი
ტესტების შესყიდვის პროცედურა კი მთავრდება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აქვთ ყველა შესაძლებლობა, ყველა საეჭვო შემთხვევის დროს, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტულ განმარტებას, ტესტირება ჩატარდეს.
თამარ გაბუნიას თქმით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებს 100 ტესტის ჩატარება შეუძლია და ამ მხრივ დაყოვნების პრობლემა არ იქნება.
ტესტის პასუხებს 12-დან 24 საათამდე დროის ვადაში იღებენ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის 35 დადასტურებული შემთხვევაა.