ზუგდიდში საკვებ პროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება - მერი
ზუგდიდის მერი ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტში პროდუქტების საკმარისი
მარაგია, და რომ მოსახლეობას
ამ კუთხით რაიმე საფრთხე არ ემუქრება. გიორგი შენგელიამ მერიაში
გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის შეხვდა ქსელური
მარკეტების, მათ შორის ცენტრალური სუპერმარკეტის წარმომადგენლებს,
სადაც სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს.
"მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ფასების მცირეოდენი ზრდა გამოწვეულია მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით და კურსის ცვალებადობით. ეს არანაირად არ უკავშირდება კორონავირუსს. მარაგებიც არის საკმარისი. ნებისმიერი პროდუქცია, რომელზეც არის მოთხოვნა, უმალ ხდება მისი შევსება", - აღნიშნა მერმა.
გიორგი შენგელიას მტკიცებით, მოქალაქეებს საკვები პროდუქტების გარეშე დარჩენა არ ემუქრებათ, მდგომარეობა სტაბილურია და არანაირ გართულებებს ამ მიმართულებით არ ელოდებიან.
მერი ამბობს, რომ ზუგდიდში, თვითიზოლაციაში, კორონავირუსის საფრთხის გამო 20 ადამიანი იმყოფება. მანვე მოუწოდა მოქალაქეებს, მაღალი პასუხისმგებლობით შეხვდნენ ამ გამოწვევას და რეკომენდაციებს დაემორჩილონ.
ამასთან, მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის.
დღეისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 35 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
მოსახლეობის ნაწილმა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში აუცილებელი საკვები პროდუქტების მომარაგება უკვე დაიწყო. მანამდე აღნიშნულს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ საქართველოში საკვებზე დეფიციტი არ შეიქმნება.