უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო
ქადაგიძე აირჩია 82 ხმით
არცერთის წინააღმდეგ. ის ამ თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩიეს.
დღესვე ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. სხდომას ენმ და "ევროპული საქართველო" ბოიკოტის გამო არ დასწრებია. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა განხილვის გადადება მოითხოვეს. მათი თქმით, საკითხის ნაჩქარევად განხილვა არ შეიძლებოდა. ამასთან, ხელისუფლება დაადანაშაულეს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებით ისარგებლა და თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.
ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე აირჩიეს. 2019 წლის 19 დეკემბრიდან იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. მან ოფიციალურ მიზეზად საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა.
ფოტო: ნეტგაზეთი