ეჭვი მეპარება 26 აპრილამდე სასწავლო პროცესის აღდგენა შევძლოთ - გახარია
სასწავლო დაწესებულებებში სწავლის აღდგენა 26 აპრილამდე ვერ
მოხერხდება,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“
განაცხადა.
“სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროვებულ ვადებში, რისიც მეეჭვება, იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება”, – განაცხადა გახარიამ.
აქვე მან ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია ონლაინგაკვეთილების ჩატარება.
"შეიძლება ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტალურ ინტერნეტზე არის წვდომა პრობლემა. ამიტომ, აქაც ძალზედ ადეკვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა.