ახალი ამბები
აქციას #დარჩისახლში, საქართველოს ნაკრების წევრიც შეუერთდა [ვიდეო]
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი შეუერთდა აქციას #დარჩისახლში. გურამ კაშიამ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა სახლში გადაღებული ვიდეო, სადაც ის შვილთან ერთად თამაშობს.

კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიას მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ადამიანები, მათ შორის მომღერლები, სპორტსმენები უერთდებიან. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, პრევენციის და ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ნუ გამოვლენ ხალხმრავალ ადგილებში და სახლში დარჩნენ.

საქართველოში კორონავირუსის 19 მარტის 12:00 საათის მონაცემებით 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.