გაიზარდა პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა ფასიც არ მოიმატებს
იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელზეც მთავრობამ განაცხადა, რომ
ფასები კორონავირუსთან
დაკავშირებით შექმნილი პირობების გამო არ მოიმატებდა, კიდევ ორ -
წიწიბურა და ლობიო დაემატა. მათ გარდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის,
ლევან დავითაშვილის განმარტებით, არ მოიმატებს ღირებულება ასევე
ბრინჯზე, მაკარონზე, მზესუმზის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, ხორბალსა და
რძის ფხვნილზე.
მინისტრი ამბობს, რომ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
"ფასში განსხვავა კონკრეტული გაცვლითი კურსიდან კომპენსაციით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ მსხვილ მომწოდებლებს, იმისთვის, რომ მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ პროდუქტებზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, გაკონტროლდება მთელი ჯაჭვი, რათა კონკრეტულმა ოპერატორმა ფასით სპეკულირება არ მოხდინოს.
19 მარტის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია 1592 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262 რჩება.