ახალი ამბები
#დარჩისახლში - აქციას ვაკო გვილიაც შეუერთდა [ვიდეო]
ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აქციას #დარჩისახლში, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი, ზუგდიდელი ვაკო გვილია შეუერთდა.

"დარჩით სახლში. მოუარეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია", - ამ სიტყვებით მიმართავს ფეხბურთელი მოქალაქეებს და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ვაკო გვილია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი და ვარშავას "ლეგიას" ფეხბურთელია.

#დარჩისახლში აქციას შეურთდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი გურამ კაშია.

კამპანიას მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ადამიანები უერთდებიან. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან და პრევენციისთვის სახლში დარჩნენ.

საქართველოში 19 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, 40 დადასტურებული შემთხვევაა. ერთი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 1592 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.