12 პაციენტისთვის ბოქსირებული პალატები მზადაა - ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო
ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები
დაამატა.
„საავადმყოფოს პირველის სართულის მარჯვენა ფლიგელი გადაკეთდა ბოქსირებულ განყოფილებად, რომელიც ამჟამად გვაქვს 6. ერთი ინფექციის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ პალატაში ორი პაციენტი მოთავსდეს. შესაბამისად, 12 პაციენტის ადგილი გვაქვს ამ დროისთვის“, - უთხრა „ლაივპრესს“ საავადმყოფოს დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოების, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები დღეს ალექსანდრე მოწერელიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განხორციელებული და გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს და საჭიროების შემთხვევაში რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე ისაუბრეს.
ამ დროისთვის საქართველოში 43 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 1.