ზუგდიდში საბავშვო ბაღისთვის შეძენილ პროდუქტებს მშობლები წაიღებენ
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით,
25 მარტიდან, ორი კვირის განმავლობაში საბავშვო ბაღების აღსაზრდელების
მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას შეძლებენ.
"კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რის შემდეგაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ. პროდუქტის გაცემის დროს დაცული იქნება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომები. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები, შედგება გაცემის გრაფიკი, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა ახლო ფიზიკური კონტაქტი. საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერმა 17 მარტს გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებს უფასო სასდილოს გადასცემდნენ. მერიაში "ლაივპრესს" განუმარტეს, რომ სასადილოს მალფუჭებადი საკვები გადასცეს, ხოლო ბურღულეულის და სხვა არამალფუჭებადი პროდუქტის წაღება მშობლებს ორი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.