#ჩვენგითმობთშენ - მარტოხელა დედების და სოციალურად დაუცველების დასახმარებლად კამპანია დაიწყო
ზუგდიდში წამოიწყეს კამპანია "ჩვენ გითმობთ შენ". ეს კამპანია
საბავშვო ბაღებიდან მიღებული
საკვების პროდუქტების იმ მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი და
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას გულისხმობს, ვისაც ეს
მეტად სჭირდება.
კამპანია მარტოხელა დედამ, ლორა ქობალიამ წამოიწყო. მისი თქმით, ეს იქნება უპრეცედენტოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა თანაქალაქელების და მომავალი თაობის - ბავშვების წინაშე.
ინიციატორი მოუწოდებს მშობლებს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, კამპანიას შემოუერთდნენ.
"დიახ, ჩვენ, მე და ნიკო ვიღებთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ჩვენს წილ ულუფას ვუთმობთ მარტოხელა დედებს #13 საბავშვო ბაღში.
ერთად უფრო მეტს გავცემთ ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.
ახლა ყველაზე მეტად ერთად დგომა, ერთმანეთზე ზრუნვა, მოქალაქეობრივი თვითშგნება და მაღალი პასუხისმგებლობა გვჭირდება", - ამბობს ლორა ქობალია.
მის ინიციატივას იზიარებს ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესის" თანამშრომელი. დიანა ფიფია მზადაა, მისი შვილის წილი ულუფა სხვას დაუთმოს.
ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 25 მარტიდან, ორი კვირის განმავლობაში საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას შეძლებენ.
მერმა 17 მარტს გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებს უფასო სასდილოს გადასცემდნენ. მერიაში "ლაივპრესს" განუმარტეს, რომ სასადილოს მალფუჭებადი საკვები გადასცეს.
კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.