მზად ვართ დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,
ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს
მოქალაქეებს. ზურაბიშვილმა ეს განცხადება პარლამენტის საგანგებო
სხდომაზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
„არ შეიძლება, ამ განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებულად არ მოვიხსენიო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. მათი ისედაც უკიდურესად გართულებული ჰუმანიტარული მდგომარეობა დღეს აქტიურ მხარდაჭერას ითხოვს. ამის შესახებ ვესაუბრე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.