თვითიზოლაციაში მყოფ 55 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და შეზღუდვა მოეხსნათ
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის
ინფორმაციით,
ჯამში 55 პირზე, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, შეწყდა
ზედამხედველობა. ნანა ოდიშარიას თქმით, მათ თვითიზოლაციისთვის
განსაზღვრული ორკვირიანი ვადა დაუსრულდათ.
მანვე დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 306 ადამიანია. ეს ციფრი 21 მარტის 12:00 საათის მონაცემთან შედარებით 40 პირით არის გაზრდილი.
ქვეყანაში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა.
სამი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში 2956 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 291.