ახალი ამბები
პაციენტების მისაღებად სამეგრელოს რეგიონში ორი საავადმყოფოა მზად - გუბერნატორი
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კორონავირუსთან დაკავშირებით პაციენტების მისაღებად ორი სავადმყოფოა მზად. განაცხადა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა. ალექსანდრე მოწერელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ერთია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, მეორე კი ფოთის საავადმყოფო.

"ჯერჯერობით ეს ორი განიხილება", - განმარტა გუბერნატორმა.

ჯანდაცვის მინისტრმა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა, რომ სამეგრელოს რეგიონში პაციენტებისთვის 40-მდე საწოლის მობილიზება შეუძლიათ.

23 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 54-ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 5, კარანტინის რეჟიმშია - 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 235 ადამიანი.