ზუგდიდში 400-მდე აბონენტს გაზი გაუთიშეს, დავალიანების შემთხვევაში სხვებსაც შეუწყვეტენ
ზუგდიდში ოჯახებს ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა ჩვეულებრივ
მოუწევთ
და მათ ეს გადასახადი არ გადაუვადდებათ, - უთხრა "ლაივპრესს" "სოკარ
ჯორჯია გაზის" ადგილობრივი სერვისცენტრის უფროსმა გიორგი დარსანიამ.
მისი თქმით, შესაძლო გადავადების შესახებ არაფერი უთქვამთ და ამ
კუთხით სიახლე არ აქვთ.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ 18 მარტის მდგომარეობით, წინა თვის დავალიანება 3215 აბონენტს ჰქონდა. მათგან 2100-ზე მეტმა გაფრთხილების შემდეგ გადაიხადა და 420-ია დარჩენილი. 400-მდე აბონენტს გაზმომარაგება გადაუხდელობის გამო უკვე შეუწყვიტეს და ეს პროცესი დღესაც გაგრძლდება.
გიორგი დარსანიას თქმით, ისინი აბონენტებს ტელეფონითაც უკავშირდებიან, კორონავირუსის საფრთხის პირობებში აკითხავენ კიდეც ოჯახებს და აფრთხილებენ.
"თავიანთთვისაც ასე ჯობია, რადგან მერე განწილვადება, ეტაპობრივი გადახდა არ იქნება და დაუგროვდებათ ეს თანხები. ახლა ახალი აღრიცხვაც მოდის და უარესი იქნება. ძალიან კარგი იქნება მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ გადაიხადონ. ახლა აღრიცხვა დაიწყება 25-26-27 მარტს. ეს ხარჯები დაემატებათ და დაგროვილის გადახდა გაუჭირდებათ. 12 რიცხვამდე უნდა გადაიხადონ. კომპანია აძლევს ვადას 18 რიცხვამდე. მერე ჩასაჭრელები ამოდის და დარეკვებს ვიწყებთ", - აღნიშნა გიორგი დარსანიამ.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე მოსახლეობას დაეხმარონ. თუ როგორ, ჯერ უცნობია. მინისტრის განმარტებით, იყო საუბარი დენის ვაუჩერზე, თუმცა ამ კუთხით ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.