კორონავირუსის სიმპტომებით მამაკაცი მოვათავსეთ - ზუგდიდის ინფექციური
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გვიან ღამით, 67 წლის მამაკაცი
შეიყვანეს.
მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. პაციენტი
ზუგდიდის სოფელ ზედაეწერიდან არის. როგორც ინფექციური საავადმყოფოს
პრესსამსახურში აცხადებენ, მისი ანალიზები დღეს გადაიგზავნება ლუგარის
ლაბორატორიაში.
„ეს მამაკაცი ნამყოფია თურქეთში და ახლახანს ჩამოვიდა. აქვს ტემპერატურა, ცხელება, ხველა. აქედან გამომდინარე ჩათვალა მედპერსონალმა საჭიროდ, რომ ანალიზები გაეგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას. პაციენტი 14 მარტს ჩავიდა თურქეთში, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 20 მარტს. მას შემდეგ ის იცავდა თვითიზოლაციის წესებს და არ დაურღვევია. არ გამოსულა გარეთ. წუხელ გახდა ცუდად და წუხელვე გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში“, - უთხრეს "ლაივპრესს" ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში.